ქართულად (en géorgien)

დაიბადა 1952 წლის 17 თებერვალს ლიტვის ქალაქ პასვალისში. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. სწავლობდა ვილნიუსის უნივერსიტეტში – ჟურნალისტიკის განყოფილებაზე, პარალელურად დაამთავრა ლიტვური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მუშაობდა უნივერსიტეტში ჟურნალ – “გიმტასის კრაშტეს” რედაქციაში; ამჟამად მუშაობს ლიტერატურის და ხელოვნების რედაქციაში.

მისი დებიუტი შედგა 1974 წელს. გამოცემული აქვს ოთხი პოეტური კრებული: “ობობას ქსელი”, “მოვისრიალე ელვა”, “შავი შენაკადის შელოცვა”, “მავთულები ჩხვლეტენ ზეცას”.