Vertė / Translated by / Traduit par Mariam Ciklauri
tenebroso
ტირის ჩრდილი და იძინებს ბავშვი.
გარსმოვლებული სიწყნარის რუშით.
ღამედყოფნას ხელს ვერაფრით უშლის
ხმაური - მკვლელი სიჩუმის აზრის.
არავის ესმის ის შორი ყეფაც,
რომ გეწურება, სადაა გული?
სიზმარს სიკვდილის ბილიკი ერქვა
და წინათგრძნობაც მაფრთხილებს, გოდებს,
ბნელში ჩაყვინთვა რომ არ ღირს ახლა,
წამითაც არ ღირს ამ ბნელში დანთქმა.
ლურჯ ვარსკვლავს როცა დაფარავს ნისლი,
თვალშეუდგამი ველიდან ისმის
ჭიხვინი რაშის.
გულგრილი დილაც ნორჩ ჩრდილებს გაშლის,
შენ რომ გელიან უხმოდ და მორცხვად.
მზადაა ტანჯვის გორგალიც, როზგიც.
____
ვლადას ბრაზიუნასი, ლიტვურიდან ბწკარედი თარგმნა ნანა დევიძემ, პოეტური თარგმანი - მარიამ წიკლაურის
Fabijoniškės, 1995.II.24