დაიბადა 1952 წლის 17 თებერვალს ლიტვის ქალაქ პასვალისში. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. სწავლობდა ვილნიუსის უნივერსიტეტში – ჟურნალისტიკის განყოფილებაზე, პარალელურად დაამთავრა ლიტვური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მუშაობდა უნივერსიტეტში ჟურნალ – “გიმტასის კრაშტეს” რედაქციაში; ამჟამად მუშაობს ლიტერატურის და ხელოვნების რედაქციაში.
მისი დებიუტი შედგა 1974 წელს. გამოცემული აქვს ოთხი პოეტური კრებული: “ობობას ქსელი”, “მოვისრიალე ელვა”, “შავი შენაკადის შელოცვა”, “მავთულები ჩხვლეტენ ზეცას”.
Vladas Braziūnas
Vertė / Translated by / Traduit par Mariam Ciklauri
რასაც ვწერ - სატრფოს სისხლით ვწერ,
სამშობლოს სუფთა აურით.
თითქოს ჯანზეა,
სიმართლეს
თუმც გვერდს ვერაფრით ავუვლი -
წვიმებმა დააბეჩავეს
მიწა, წაიღეს ლიებმა.
თავდაღმართებში მიცურავს,
ღვარს ღვარი სადაც მიება.
მუნჯივით ვდგავართ ორთავე,
მხოლოდ გუმანით ვიცით -
საით წაიყვანს ამ მიწას
წვიმის უტეხი ფიცი.
იქნება ხედავს ხეებსაც, სამოსს რომ იგრუშნიან
ზროს იფარავენ ქარისგან, არასდროს იმრუშებენ.
შევეხიდებით, თავსხმათა მსხვერპლს და ვერასგზით გამძლეს.
ასე ცოფდება აგვისტო, გაგიჟებული დაგვდევს.
არ იცის, უფრო მეტადღა, როგორ დაგვასხას თავბრუ.
ჩვენია, ჩვენი საგლოვი იმისი ყველა ტაბუ.
---
ვლადას ბრაზიუნასი (ლიტვურიდან ბწკარედი - ნანა დევიძისა, პოეტური თარგმანი - მარიამ წიკლაურის)
ტირის ჩრდილი და იძინებს ბავშვი.
გარსმოვლებული სიწყნარის რუშით.
ღამედყოფნას ხელს ვერაფრით უშლის
ხმაური - მკვლელი სიჩუმის აზრის.
არავის ესმის ის შორი ყეფაც,
რომ გეწურება, სადაა გული?
სიზმარს სიკვდილის ბილიკი ერქვა
და წინათგრძნობაც მაფრთხილებს, გოდებს,
ბნელში ჩაყვინთვა რომ არ ღირს ახლა,
წამითაც არ ღირს ამ ბნელში დანთქმა.
ლურჯ ვარსკვლავს როცა დაფარავს ნისლი,
თვალშეუდგამი ველიდან ისმის
ჭიხვინი რაშის.
გულგრილი დილაც ნორჩ ჩრდილებს გაშლის,
შენ რომ გელიან უხმოდ და მორცხვად.
მზადაა ტანჯვის გორგალიც, როზგიც.
____
ვლადას ბრაზიუნასი, ლიტვურიდან ბწკარედი თარგმნა ნანა დევიძემ, პოეტური თარგმანი - მარიამ წიკლაურის
Fabijoniškės, 1995.II.24
ნათელი ღამე, თბილი და ნაზი, როგორც შენი ბარძაყების შიდა მხარეა.
გამთენიისას ჩაძინებული ფხიზლდები დღისით.
ღამით კი ასე სანახევროდ მწოლარი ჩემთან მძინარიც ფხიზლობ.
ფანჯრების იქით ქარბუქია და გათოშილი სუსხი ეკვრის ხელისგულებით თეთრი ვაშლის კანს.
დაცლილ ბაღი ფართოდ მჩინარ სივრცეებში გრძელდება და უჩინარდება,
გარდაცვლილი დედები ფენენ გაქათქატებულ ტილოების ზეწრებს ნელ-ნელა.
რა ჭრელია მათი კაბები, იშვიათად დასიზმრებული.
რომ შრიალებენ და შრიალებენ.
როგორ ახერხებ, სანატრელო, მევე მაჩუქო ჩემივე თავი, სუსტი, სპეტაკი...
მეხსიერებას შემორჩება ნაცნობი ბაგე,
მუხლჩაკეცილი შემოკრებს სამყარო ჰანგებს,
ღამით, ვაშლის ხეს დაუნდობლად არხევს ურჩხული
ღამე აქ არის, მანუგეშებს კიდეც ჩურჩულით.
ჩამოვარდება მოწყვეტილი მიწაზე – ვაშლი,
მე დავბრუნდები, დამახვედრებ სარეცელს გაშლილს,
გაფერმკრთალდება ყოველივე, ჩუმდება ბაგე,
მუნჯი კივილით ლაბირინთში გასასვლელს აგნებს.
ცხელი ნაკვერჩხლით სავსე ორმო – გაგიმხელთ სურვილს,
მთვარე ბინადრობს – ქვეშ თქვენი ზღურბლის...
ვინც კი ბრუნდება სახლში – ყლაპავს
თავის წილ ზეცას, მზეს და სინათლეს,
შიშველ მინდორზე ფრინველთა სევდას
როგორც მძიმე ტვირთს, ისე მივათრევ.
უცხო ქალაქი კვლავ იწოვს ბგერებს,
იძირებიან მხეცები ტბაში,
სანაპიროზე მცხოვრები მწერნი
მოგვაგონებენ სურვილებს საშიშს.
მოჩანს შარაგზა აბსურდისა და სიღარიბის
ცოდვებს გაგანდობ ჩუმი, დაღლილი,
ხეებს ქვეშ მოჩანს, ერთი საფლავი –
მარადიული ჩვენი სახლივით.
ღამე ხელს მკიდებს, სადღაც მიმათრევს,
მუხლმოდრეკილი ვნანობ და გვედრი,
ეს არის ჩემი ხვედრი – სიმართლე.
ვაშლის ხეს ვუმზერ ამ გზებზე მხოლოდ.
მოწყალე იყავ, არჩევანი ერთია ჩემთვის.
ვარსკვლავებამდე ვეცემი ბოლოს.
მთვარის სულიდან
ჩემი სულის ოაზისში გარდაისახე.
მოგზაურობას იწყებ თავიდან,
შენ ხარ ექსტაზში ჩაკარგული
წინადადება,
საღამო – ჩვილ ბავშვს
თაიგულად რომ მივუძღვენი,
შენ ხარ ცეცხლოვანი, მდუღარე ღამე,
გამოგდებული ძველი სახლიდან.
მღვრიე, უსულგულო გალაქტიკაში
ელვისა და ქარაშოტის კუთვნილება ხარ,
დაჩეხილ ბაღში, ქვის ბორბლებს შორის,
ანათებს ნავთის თანავარსკვლავედი.
ისმის კივილი,
ზვავით გაღვიძებულ ფრინველების,
რომელიც ჩუმი მოლოდინით ელიან
გალინდებს, (იქნებ ინდებს...)
ზუსტად არც კი იციან.
ოთხსართულიან ლექსიკონებს
გამოუყვიათ ეშვები გარეთ
ღრმა ჯუნგლებში,
თოვლივით სუფთა ოაზისებში
შიშინებს უცნობ ძალით რადარი.
სადღაც ჩვენგან შორს – აზიაში იწყება ომი,
იკვეთება ყოველივე,
ვით უნუგეშო ქანდაკება
გამჭირვალე წლების
სურათზე,
მთვარის და ელვის ქალაქებში,
შენ კიდევ ძალგიძს,
ზეაღმართო ხელები ცისკენ,
შეეხო და მიატოვო
გზა ჯოჯოხეთის
ამ ქარიშხალში?
მთვარის თიხავ, მოკაშკაშე, მოელვარე,
განმერიდე, ნუ დატბორავ ვერცხლით თვალებს,
მიწა ცრემლით ანუგეშე,
გამოქვაბულს ზეცის კალთა დააფარე.
ო, სევდა, ენით გამოუთქმელი,
გულახდილთათვის – რაა მანძილი,
ბინდ-ბუნდში მოჩAნს ფრინველთ ფიტული,
თავს დაგვტრიალებს ფრანის აჩრდილი.
მაგრამ კარგ ამბავს როდი გვაუწყებს,
გორაკთა ნისლში ჩანს კალვარია,
აუკშტაიტია, თქვენი მინდვრები
ჩემთვის ტკბილი და სანუკვარია.
შროშანის ფრთათეთრ ყვავილად იქცა,
ვინც კი შეიგრძნო შენი სურნელი,
გაბზარა თიხა, აღმოჩნდა მცენარედ,
შემორჩა სხივი, მხნე უშურველი.
მკვდარ თითებს შორის მიიპარება
მზის დასასრულზე ლუდის ცრის ნისლი,
გარდაიცვლება მკაცრი საათი,
სიცოცხლის დღეებს გიწვდიან მისხლით.
წარსული დრონი დაგივიწყებენ,
შენ კი ხსოვნისთვის მათ ფეხთით
შროშანის ყვავილს დატოვებ,
გაიღებ მსხვერპლად,
რაც
ამქვეყნად
არ გაგაჩნია.
შეუჩერებელი სვლით,
გამოუსწორებელი მონებით,
წარსული ჩააღწევს დედამიწაზე
ცეცხლით, მახვილით,
გონებით.
მკვდარ დიალექტზე საუბრობენ ჩემი ტყეები,
შავ ცხოვრებას მახსენებენ ცეცხლის ენებით,
ხეტიალობენ სადაც სულნი ისტორიულნი,
სიბრმავესა და სიკაშკაშეს შორის მოისმის
ხარხარი მათი ისტერიული.
ვინ არის იგი, უცხო და ცივი,
მან გამომძერწა, გამომკვება შიშისთვალებამ,
ძველი სურათი, უკანასკნელი სამკაული –
ესაუბრება ბუნდოვანებას.
იერუსალიმს როცა გასცდები –
აურაცხელი ბილიკი მოჩანს,
ფერად-ფერადი ნათურები
გიმზერენ კრძალვით,
მინდვრების ყვავილებით
ივსებენ ხონჩას.