Vladas Braziūnas
Vertė / Translated by / Traduit par Mariam Ciklauri
ქარიშხალი და სწრაფვა
ვართ ელვის ცეცხლი სადენთა შორის.
მოწყენის მლაშე ღვარების დენა
ან ნაჭუჭიდან ვინ ამოგვიყვანს,
რა სიტყვად გვამხელს ქომაგის ენა?
გილიოტინის გემო გვაქვს პირში,
ელეტროობის თესლს თესავს ქარი,
გულიდან მილში წადი მდინარევ,
მოჩვენბები წაიღე მკვდარი.
აციებს მაგმას - მანტიის ქვირითს
მარილი ფარავს აისის გარსებს,
სიზმარში მოგვწონს ეს დედამიწა -
შურისძიების ნებას რომ გვაძლევს.
- - - -
ვლადას ბრაზიუნასი (ლიტვურიდან ბწკარედი ტარგმნა ნანა დევიძემ, პოეტური არგმანი -ჩემი)